 
                                        
                                                                    
                            
                            
                                
                                
                            
                            საქართველო 7 ყველაზე უსაფრთხო ქვეყანას შორის დასახელდა. კვლევითი პორტალის “ნამბიოს” „დანაშაულის ინდექსის“ მიხედვით საქართველო 125 ქვეყანას შორის შეარჩიეს. კვლევის თანახმად, საქართველოში უსაფრთხოების დონე მაღალია, დანაშაულის რაოდენობა კი - დაბალი. “ნამბიო “ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ბაზაა, რომელიც მომხმარებელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უსაფრთხოებისა და დანაშაულის კუთხით არსებულ ვითარებას აფასებს.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            