საქართველოს კონსტიტუციის პროექტი 115 ხმით, კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ კი 114 ხმით, პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა. მესამე მოსმენა დაახლოებით 3 თვეში გაიმართება. განხილვებზე, ორგანული კანონის პროექტის მიმართ დეპუტატებს შენიშვნები არ ჰქონიათ. შეგახსენებთ, სხდომებს ოპოზიცია არ ესწრება.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            