ჯანი ბუკიკიო პოლიტიკურ პარტიებს დიალოგისა და კომპრომისისაკენ მოუწოდებს

30 ივნისი 2017, 00:00 2780 ნახვა

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრებს აგრძელებს. დღეს ჯანი ბუკიკიო არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი და ვენეციის კომისიის პრეზიდენტის მოსაზრებები თანხვედრაშია. საუბარია პროპორციული სისტემის ამოქმედების  2024 წლისათვის გადადებაზე. ჯანი ბუკიკიო პოლიტიკურ პარტიებს დიალოგისა და კომპრომისისაკენ მოუწოდებს.  


"რა თქმა უნდა, არსებობს რიგი საკითხები, რომლის გაუმჯობესება შესაძლებელია, მაგრამ მთლიანობაში ეს კარგი ტექსტია და მე ძალიან მსურს, რომ ეს პროექტი მიღებული იყოს რამდენიმე და არა ერთი პარტიის მხარდაჭერით, რათა კონსტიტუციამ საჭირო ლეგიტიმურობა მიიღოს. ეს არის ჩემი მესიჯი: ყველა მხარე კონსტრუქტიული უნდა იყოს, უნდა ესაუბრონ ერთმანეთს და შეეცადონ კომპრომისის მიღწევას" - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ  ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა.

გუშინ ჯანი ბუკიკიო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში