საზაფხულო სკოლა საკონსტიტუციო სასამართლოში

18 ივლისი 2017, 00:00 2998 ნახვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საზაფხულო სკოლის სტუდენტები სერტიფიკატებით დააჯილდოვა. ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, სამართლის და საერთაშორისო ფაკულტეტის  სტუდენტებს ამავე უნივერსიტეტის  პროფესორებთან ერთად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მრჩევლები სამართალწარმოების პრაქტიკულ ასპექტებზე ესაუბრნენ.

მიმოიხილეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებიც. სალექციო კურსის პარალელურად სტუდენტები სასამართლოში მიმდინარე პროცესებსაც ესწრებოდნენ. პროექტი მეხუთე წელია ხორციელდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი