პეტრე ზამბახიძის ინიციატივა

14 ივნისი 2016, 00:00 3593 ნახვა

უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე განიხილეს პეტრე ზამბახიძის ინიციატივა, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე. ოპოზიციური პარტიის წევრი ამბობს, რომ პოლიტიკურ პროცესს დეპუტატთა უმრავლესობა მხარს დაუჭერს. ზამბახიძის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე 7 ხელმოწერაა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომისიას ავთენტურობის დასადგენად გადაეგზავნა. დეპუტატი აცხადებს, რომ საკითხი 16 ივნისს ჩანიშნულ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე უნდა გავიდეს. "ქართული ოცნების" წევრები ზამბახიძის ბრალდებებს მთავრობის მისამართით არ იზიარებს და აცხადებენ, რომ ინიციატივა საჭირო ხმების რაოდენობას ვერ მოაგროვებს. ქართული ოცნების წერვები ამბობენ, რომ რეგლამენტით დასაშვებია საკითხს 5 ივლისის პლენარულს სხდომაზე კენჭის ყრა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში