საქართველო-დაღესტნის საზღვარზე აფეთქება მოხდა

26 სექტემბერი 2017, 00:00 2670 ნახვა

საქართველო-დაღესტნის საზღვარზე, ლაგოდეხის მე-5 პუნქტთან დღეს აფეთქება მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს  ცნობით აფეთქება გაზის ბალონის აალებამ გამოიწვია. დაიღუპა ერთი ჯარისკაცი, 2 მძიმე დამწვრობით თბილისში გადაიყვანეს.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელ გუგა ქაშიბაძის განცხადებით პაციენტების მდგომარეობა მძიმეა. ისინი დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში იმყოფებიან.

,,შემოყვანილია 2 მამაკაცი, მათგან ერთი 26 წლის, მეორე კი 44 წლისაა. ორივე მათგანს ალით მიყენებული დამწვრობა აქვს. ერთ-ერთს სხეულის 30%, ხოლო მეორე 50% აქვს დამწვარი. დაზიანებები აქვთ თავისა და კისრის მიდამოებში, ასევე ზემო კიდურებზე. პაციენტები სასუნთქი გზების დამწვრობით   რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით  ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  124-ე მუხლით მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში