აჭარის დელეგაციის კვიპროსში ვიზიტი გრძელდება

18 ივნისი 2016, 00:00 2560 ნახვა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე პაფოსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს ანდრეას დემეტრიადესის შეხვდა. საუბარი შეეხო ორი ქალაქის ეკონომიკურ და კულტურულ პოტენციალს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და პაფოსის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. პაფოსის წარმომადგენლებმა ბათუმის დელეგაციას საკურორტო ქალაქის პოტენციალი გააცნეს. სამომავლო თანამშრომლობა დაიგეგმა ეკონომიკის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის სფეროებში. 

ამავე კატეგორიაში