პრეზიდენტი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან

21 ივნისი 2016, 00:00 3306 ნახვა

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესი და ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო განიხილეს საქართველოს პრეზიდენტმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ. შეხვედრა ბრიჯიტ ბრინკთან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა. მხარეებმა საარჩევნო სუბიექტებისათვის ხელსაყრელი წინასაარჩევნო გარემოს შექმნის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. განიხილეს უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებაც. ასევე ისაუბრეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე, ვარშავის მოახლოებულ სამიტსა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე. 

ამავე კატეგორიაში