11 - 12 მარტის მოვლენების სასამართლო პროცესი

24 ნოემბერი 2017, 00:00 2507 ნახვა

11-12 მარტის ბათუმის აქციის ორგანიზებაში ბრალდებულების მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. პროკურატურამ მტკიცებულებებად ვიდეომასალა წარმოადგინა, რომელშიც დაცვის მხარის მტკიცებით არ ჩანს ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებები. სხდომას ერთ-ერთი ბრალდებული მერაბ ღოღობერიძე არ ესწრებოდა, მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს. პროკურატურას ვიდეო - კადრების გარდა, ბრალდებულების წინააღმდეგ მოწმეების ჩვენებები აქვს.

შეგახსენებთ, 8 თვის წინ, ბათუმში, მასშტაბურ საპროტესტო აქციას არეულობა მოჰყვა, დემონსტრანტებმა დაწვეს პოლიციის და სხვა მოქალაქეების რამდენიმე მანქანა, დააზიანეს ტროტუარები და მიმდებარე შენობების ფანჯრები. მათ ქვები დაუშინეს პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობას. ითხოვდნენ პოლიციის უფროსის კახაბერ ბუხრაძის გადადგომას და აპროტესტებდნენ გახშირებულ ჯარიმებს. ბუხრაძე მოგვიანებით როტაციის პრინციპით შინაგან საქმეთა მინისტრმა სხვა კადრით ჩაანაცვლა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში