ცვლილება ხელვაჩაურის ბიუჯეტში

30 ნოემბერი 2017, 00:00 2889 ნახვა

ხელვაჩაურის საკრებულომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა. გადაწყდა, რომ აუთვისებელი თანხები სხვადასხვა პროექტზე გადანაწილება და მომავალი წლის ბიუჯეტში აისახება. 6 750 ლარი  დაემატება სპორტულ ღონისძიებათა გეგმას.

17 ათასი ლარით შემცირდა სოციალური დაცვის პროგრამის ბიუჯეტი.  მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ გაუხარჯავი თანხა  მოქალაქეების დაბალმა მიმართვიანობამ გამოიწვია. ახალი ბაღების ინვენტარიზაციის პროექტის ჩავარდნის გამო 7 ათას ლარამდე თანხა დარჩა გაუხარჯავი.

აიპების თანამშრომლების ხელფასების გაზრდა მოითხოვეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა. ბიუჯეტის ცვლილებების დამტკიცებას, ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში