ცოცხალ დონორთა წრე ფართოვდება

25 ივნისი 2016, 00:00 1598 ნახვა

ცოცხალ დონორთა წრე ფართოვდება."ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილების პროექტს, რომლის მიხედვით, შესაძლებელი ხდება პაციენტის დონორი მასთან ახლო ურთიერთობაში მყოფი პირი გახდეს. ასეთად განისაზღვრა პირი, ვისაც რეციპიენტთან არანაკლებ ორი წლის განმავლობაში ახლო, სტაბილური ემოციური კავშირი აქვს. ასეთი ურთიერთობა სასამართლომ უნდა დაადგინოს და შესაბამისი ნებართვა გასცეს. საკანონმდებლო ცვლილებების მიღება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე დავამ განაპირობა. როგორც პარლამენტში საკითხის განხილვისას გახდა ცნობილი, საკონსტიტუციო სასამართლომ კანონის დღეს მოქმედი ის ნორმა შეაჩერა, რომლის მიხედვით, ცოცხალი დონორი შეიძლება იყოს მხოლოდ პაციენტის გენეტიკური ნათესავი. ინიციატივა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ეკუთვნის. 

ამავე კატეგორიაში