ბათუმის დელფინარიუმი 2 თვით დაიხურა

19 თებერვალი 2018, 00:00 3637 ნახვა

ბათუმის დელფინარიუმი 2 თვით დაიხურა. შენობაში სარესტავრაციო სამუშაოები იწყება. შეიცვლება სცენა და შენობის შიდა ნაწილს  კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდება. სამუშაოებს ტენდერით გამარჯვებული კომპანია შეასრულებს. რეაბილიტაციისათვის 23 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ბათუმის დელფინარიუმში 3 აუზი ფუნქციონირებს და 18 დელფინი ბინადრობს.

ჩვენებები შენობის გახსნის შემდეგ კვლავ გაგრძელდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი