პარლამენტში დღეს კენჭს უყრიან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამურვეო საბჭოს წევრებს. წარდგენილია სულ 4 კანდიდატი. სახალხო დამცველის მიერ ირინა ფუტკარაძე, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების კვოტით ირაკლი პაპავა, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილმა პარლამენტის წევრებმა კი სულხან სალაძისა და გიორგი ნიჟარაძის კანდიდატურები წარადგინეს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე