უვიზო მიმოსვლა საქართველოსა და ბელარუსს შორის

22 მარტი 2018, 00:00 2753 ნახვა

გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ პირისპირ მოლაპარაკებების ფორმატში მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მწვავე ვითარებაზე, მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის დაუშვებლობაზე ისაუბრეს.

საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობასა და საქართველოს ოკუპირებულ და მიმდებარე ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების დარღვევის ფაქტებზე. ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტი  საქართველოში დღეს დაიწყო.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში