ქედაში, სოფელ ხარაულაში რეზო ხარაძის საცხოვრებელი სახლი იწვის. არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ბრიგადა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები იმყოფებიან.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.
