''მწვანე ალტერნატივა'' საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

29 მარტი 2018, 00:00 1372 ნახვა

„მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ამ წუთებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი არსებითად განიხილავს ორგანიზაციის კონსტიტუციურ სარჩელს.

ორგანიზაცია მოითხოვს, რომ წიაღის გეოლოგიური აგებულების, წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობებისა და სხვა თვისებების ან პარამეტრების შესახებ არსებული ინფორმაცია გახდეს საჯარო.  „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში შეტანილი ინფორმაციის გაცემა დაუშვებელია ლიცენზიანტის თანხმობის გარეშე.

ამავე კატეგორიაში