პრეზიდენტის, კახი კახიშვილისა და შეწყალების კომისიის წევრების შეხვედრა

19 აპრილი 2018, 00:00 1542 ნახვა

ახალი სამუშაო ჯგუფი პატიმართა შეწყალების საკითხებზე . პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთობლივი ჯგუფი უახლოეს მომავალში შეიქმნება. ამის შესახებ პრეზიდენტის, სასჯელაღსრულების მინისტრის და შეწყალების კომისიის წევრების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

შეწყალების კომისია, შესაძლოა, გაფართოვდეს და მასში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენელიც შევიდეს. შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა და მას სახალხო დამცველიც ესწრებოდა.

შეხვედრაზე მსჯავრდებულთა შეწყალების მექანიზმთან და შეწყალების კომისიის მუშაობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში