ადამიანის მკვლელობისთვის ბრალდბულს 4 წელი მიუსაჯეს

20 აპრილი 2018, 00:00 2879 ნახვა

2017 წელის 14 აგვისტოს, ქობულეთში მცხოვრები ბაჩანა ბოლქვაძე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მკვლელობა ოზურგეთში, დამნაშავის ოჯახში მოხდა. რვა თვის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა და ბრალდებული დააკავა.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ გუჯაბიძეს დამნაშავედ სცნო, თუმცა არა განზრახ მკვლელობის ნაწილში. მოსამართლე ბიძინა სტურუამ, მტკიცებულებებისა და საქმის შესწავლის შემდეგ მიიჩნია, რომ მკვლელობა განზრახ არ მომხდარა და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ბრალდებით  4 წელი მიუსაჯა დაკავებულს. 

სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს მოკლულის ოჯახის წევრებმა. ისინი მოსამართლე ბიძინა სტურუას თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.  თვლიან, რომ მოსამართლემ მსუბუქი სასჯელი დაუწესა ადამიანის მკვლელს, მაშინ, როცა, მათი მტკიცებით, მოწმეები ღიად საუბრობდნენ იმაზე, რომ მკვლელმა წინასწარი განზრახვით ესროლა ბაჩანა ბოლქვაძეს.

ახალგაზრდა კაცის მკვლელობა ოზურგეთის რაიონის სოფელ ნაღობილევში, 2017 წლის 14 აგვისტოს მოხდა, ზურაბ გუჯაბიძის საცხოვრებელ სახლში სტუმრად ქობულეთიდან რამდენიმე პირი, მათ შორის ბაჩანა ბოლქვაძეც იმყოფებოდა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში