კომპანიამ მშენებლობის დროს ბულვარში მრავალწლოვანი პალმა წააქცია

23 აპრილი 2018, 00:00 3819 ნახვა

ახალ ბულვარში, მშენებლობის გამო,მრავალწლოვანი პალმა დაზიანდა.  ველობილიკთან მიმდინარე მშენებლობამ, რომელსაც კომპანია  "რეკან გრუპი" ახორციელებს, მრავალწლოვან პალმას მიწა გამოაცალა. მოქალაქე ამბობს, რომ წაქცეული ხე რამდენიმე დღის წინ შენიშნა, თუმცა რეაქცია შესაბამისი ორგანოებიდან არ იყო. დღეს კი, ხის გადასარჩენად, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას მიმართა და აჭარის მაუწყებელს დახმარება სთხოვა. 

მოქალაქის აქტიურობის შედეგად, ადგილზე ბათუმის გამწვანების სამსახური მივიდა და მრავალწლოვანი ნერგი სატვირთო მანქანით სანერგე მეურნეობაში გადაიტანა. 

 ჩვენთან კომპანიის წარმომადგენელი ირაკლი ბერიძე ამბობს, რომ  კომპანია "რეკან გრუპი" არ დაჯარიმდება, რადგან პალმა არ დაზიანებულა და მას გახმობა არ ემუქრება.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში