''ნათია არის ცუდად, დავბრუნდები ცოტა გვიან, ზაზას პასუხია ეს'' - ზვიად კუპრავა

03 ივნისი 2018, 00:00 2985 ნახვა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, ზვიად კუპრავამ მედიის წარმომადგენლებს, ზაზა სარალიძის მიერ გამოგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინება წაუკითხა. მისი თქმით, ზაზას მეუღლე შეუძლოდ არის და ის აქციაზე მოგვიანებით დაბრუნდება. 

''თქვენ მე მკითხეთ, მოვიდოდა თუ არა ზაზა სალარიძე რუსთაველის გამზირზე, მაშინ მე გიპასუხეთ, რომ მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა. ჩართო როგორ ჩანს და მწერს, რომ ის ყოველთვის იდგება იქ, სადაც ხალხი არის სოლიდარული მისი შვილის ხსოვნის მიმართ'' - აღნიშნა სალარიძემ ჟურნალისტებთან.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა დღეს, ვაკის პარკში გამართულ აქციაზე იმყოფებოდა.

„ჩემი გადაწყვეტილება მე ვიცი, აღარ მჭირდება არანაირი ხალხი - მარტო ვრჩები ამ ბრძოლის ველზე. მე ვერ დავინახე ხალხის ერთობა, ვერც იქ და ვერც აქ, მივდივარ სახლში" – განაცხადა ზაზა სარალიძემ და აქცია დატოვა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში