ჭუბერში აღდგენითი სამუშაოები განახლდა. სტიქიის ზონაში დილიდან ინტენსიურად მუშაობს 60-ზე ეტი სამშენებლო ტექნიკა და დღის ბოლომდე დასრულდება პანელური ხიდის აწყობა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება ნენსკრას მარცხენა მხარეს მძიმე ტექნიკის გადაყვანა.
5 ივლისს ჭუბერის ხეობაში ძლიერი წვიმების შედეგად სოფელი ჭუბერი გზის მთავარ მაგისტრალს მოწყდა. მდინარე ნენსკრამ დაანგრია ხიდები და რამდენიმე სახლი.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            