მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა თანამდებობა დატოვა

18 ივლისი 2018, 00:00 1888 ნახვა

მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არჩილ გუჩმანიძემ თანამდებობა დატოვა. წასვლის შესახებ გუჩმანიძე დამატებით განმარტებებს არ აკეთებს, სოციალურ ქსელში კი მისი წასვლის მიზეზად, გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობასთან იდეური და თემატური შეუთავსებლობა დაასახელა. 

"ჩემო მეგობრებო, გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობასთან იდეური და თემატური შეუთავსებლობის გამო, ვტოვებ მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპატრტამენტის უფროსის თანმდებობას. უდიდესი მადლობა ჩემს გუნდს, თქვენს გარეშე არანაირი წარმატება არ მიიღწეოდა. ჩვენ ერთად უდიდესი სიმაღლეები დავიკავეთ. პირველად ისტორიაში საქართველო გავიყვანეთ საერთაშორისო სიბრტყეში, პირველად დავაფუძნეთ რეალური მონიტორინგი და გარემოსდაცვითი შეფასება - ზღვის ბიოლოგიის საქმეში. კოდევ მრავალი აღმოჩენა და წარმატება, სამწუხაროა, რომ ქვეყანაში არავინ აღმოჩნდა 90-წლიანი სკოლის დამფასებელი. ვწუხვარ რომ ვერ შევძელი ამ სკოლის გადარჩენა და აღორძინება. მადლობა ყველას. პირველ რიგში ჩემს გუნდს. გამაგრდით ყველაფერი კარგად იქნება" - წერს გუჩმანიძე. 

ამავე კატეგორიაში