პოლიტიკოსი ზურაბ ჯაფარიძე წინასაარჩევნოდ სახელს იცვლის 

10 აგვისტო 2018, 00:00 1634 ნახვა

იმისთვის, რომ  ზურაბ ჯაფარიძემ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილოება შეძლოს,  სახელს იცვლის.  მისი მოთხოვნაა სახელსა და გვარს შორის ჩაემატოს სიტყვა გირჩი.  ჯაფარიძის განმარტებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაუდასტურა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში იგი ვერ იქნება „გირჩის“ კანდიდატი.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ ამ პოლიტიკურ  გაერთიანებას არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია. იუსტიციის სახლის თანხმობის შემთხვევაში, პოლიტიკური გაერთიანების საპრეზიდენტო კანდიდატის სახელი იქნება ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

ამავე კატეგორიაში