უხვი ნალექის შედეგად დატბორილი ოჯახის პრეტენზიები

11 აგვისტო 2018, 00:00 1343 ნახვა

საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვას წულუკიძეების ოჯახი ავტობანის სამშენებლო სამუშაოებს უკავშირებს. როგორც დაზარალებულები „მთავართან“ ყვებიან წინა წლებისგან განსხვავებით სტიქიამ ახლა ყველაზე მეტი ზარალი მიაყენათ. მათი თქმით ავტობანის მშენებელი კომპანიის თანამშრომლებმა მდინარეს რამდენიმე დღის წინ კალაპოტი შეუცვალეს.

ვიწრო  არხმა კი, ადიდებული წყალი ვერ დაიტია. თურქულ კომპანია „ფოლათში“ კომენტარი არ გააკეთეს, პირად საუბარში კი გვითხრეს, რომ სტიქიამ ისინიც დააზარალა და მათი ბრალეულობა ამ საქმეში არ არის.

ამავე კატეგორიაში