22 წლის დაკარგულ ახალგაზრდას სამი თვეა ეძებენ

21 აგვისტო 2018, 00:00 2729 ნახვა

სამ თვეზე მეტია ეძებენ ქობულეთში დაკარგულ ახალგაზრდას.

22 წლის ბიჭი სოფელ ლეღვადან  12 მაისს გაუჩინარდა.

ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროს დროულ და ეფექტურ გამოძიებას სთხოვს.

დაკარგულის ძმის გიორგი გოგიტიძის ინფორმაციით, გიგა კამერებმა ბოლოს ბათუმში ესტაკადის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირეს, რის შემდეგაც მისი კვალი გაქრა. 

მისივე თქმით, პოლიციას ამ დრომდე საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები არ გამოუვლენია და ოჯახი დაკარგული ახალგაზრდის პოვნას საკუთარი ძალებით ცდილობს .  

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება  115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა დაწყებული და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში