ბათუმში ავარიის დროს 9 ადამიანი დაშავადა

22 აგვისტო 2018, 00:00 4762 ნახვა

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად,  9 ადამიანი დაშავდა.  ყველა მათგანი სამედიცინო დაწესებულებაშია  გადაყვანილი. 

ავარია დღეს, დილის რვა საათზე, მოხდა. ერთმანეთს მუნიციპალური ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს,  რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში