სარჩელი სტრასბურგში - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - შეფასებები

22 აგვისტო 2018, 00:00 1775 ნახვა

საქართველოს კიდევ ერთი სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ - იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს სახელით ახალი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“  შეიტანა.

საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ  გაძლიერდა. კრიტიკულ ზღვარს კი მიმდინარე წლის თებერვალში არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის დროს მიაღწია.

როგორც იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი - საქართველომ სტრასბურგის სასამართლოს წარუდგინა შესაბამისი მტკიცებულებები და საჩივარში მკაფიოდ დააყენა რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი.

ამავე კატეგორიაში