მედიამონიტორინგის შედეგები

22 ივლისი 2016, 00:00 3496 ნახვა

მედიის მიერ წინასაარჩევნო პროცესების გაშუქებაში პროგრესი შეიმჩნევა - ასეთია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის პირველი შედეგი. სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - „საქართველოს ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიამ, „ინტერნიუს - საქართველომ“ და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა, საარჩევნო მედიამონიტორინგის პირველი ანგარიში დღეს გამოაქვეყნეს. კვლევისას რამდენიმე ტენდენცია გამოიკვეთა, მათ შორის,   ყველაზე მეტი დრო ეთმობა მთავრობის გაშუქებას, შედარებით ნაკლები - პრეზიდენტს. მედიამონიტორინგი მიმდინარე წლის მაისიდან ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობს და იგი აფასებს არჩევნების გაშუქებას 40-ზე მეტ მედიასაშუალებაში.

ამავე კატეგორიაში