საქართველოს პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსის" წევრის ირმა ინაშვილის კანონპროექტი შევიდა. პროექტის მიხედვით, 200-მდე პოლიტიკურ პარტიას შეძლებს, წინასაარჩევნო პერიოდის გარდა,
საზოგადოებრივი მაუწყებლებისაგან პოლიტიკური შინაარსის რეკლამის
მომზადებისა და გავრცელების მომსახურების შესყიდვას.
პროექტში ჩნდება ახალი ტერმინი - ,,არაწინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა“.
მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე დღეს განიხილავენ.
თუ კანონში ცვლილებები დამტკიცდება, არაწინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკური რეკლამები
საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის
ტელევიზიასა და რადიოში მოხვდება.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით 2017 წელს წინასაარჩვენოდ პოლიტიკური რეკლამის
ღირებულება წუთში „რუსთავი 2“ -ის ეთერში 2000–5000, ,,იმედზე“ 2900-3000 ლარი. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში 700-3500, საზოგადოებრივ მაუწყებელზე 1000-5000, ,,ობიექტივზე“ 60-100, ტვ ,,რიონზე“ 700-950 ლარის, ფარგლებში მერყეობდა.