რატომ ვერ ჩაერთო ამ დრომდე ქარცივაძეების ოჯახი ქედის მერიის ერთ-ერთ პროგრამაში?

05 ნოემბერი 2018, 00:00 1103 ნახვა

რატომ ვერ ჩაერთო ამ დრომდე ქარცივაძეების ოჯახი ქედის მერიის ერთ-ერთ პროგრამაში? ოჯახი რომელიც ერთი შეხედვით ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს და ორი წელია ითხოვს დახმარებას, ამ დრომდე ვერ მოხვდა ე.წ. „სახურავებით დახმარების“ პროგრამაში. წელს მერიაში დახმარების მოთხოვნით 165 განცხადება შევიდა, გვეუბნებიან რომ ჯამში რიგში დგას დაახლოებით 300 ოჯახი. პროგრამა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ითვალისწინებს სახლის მთლიან გადახურვას. სხვა შემთხვევაში კი ოჯახებს ნაწილობრივი გადახურვისთვის აძლევენ თუნუქის ფურცლებს, რითაც მათი ნაწილი უკმაყოფილოა.  

ამავე კატეგორიაში