ირაკლი შავაძესთან დაკავშირებით განცხადება დიმიტრი გვრიტიშვილმა გააკეთა

06 ნოემბერი 2018, 00:00 1130 ნახვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დაწყებამდე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ირაკლი შავაძესთან დაკავშირებით განცხადება დიმიტრი გვრიტიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, წინასწარ რაიმეს თქმა დაუშვებელია, ვინაიდან შავაძე ჯერ არ ყოფილა გასაუბრებაზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა ირაკლი შავაძის დაპირისპირებას განიხილავს, ირაკლი შავაძემ საჯარო განცხადება გააკეთა და დავით მამისეიშვილი მასზე ზეწოლასა და მოსამართლის საქმიანობაში ჩარევაში დაადანაშაულა. მანვე არ გამორიცხა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან მისთვის უვადოდ გამწესებაზე უარი მამისეიშვილის გავლენებს უკავშირდება.

ამავე კატეგორიაში