ც ჰეპატიტზე სკრინინგი უკვე იუსტიციის სახლებშიც არის შესაძლებელი

09 ნოემბერი 2018, 00:00 1955 ნახვა

ც ჰეპატიტზე სკრინინგი უკვე იუსტიციის სახლებშიც არის შესაძლებელი. დღეს სპეციალური მობილური ლაბორატორია ბათუმის იუსტიციის სახლში გაიხსნა. აქ ნებისმიერ მსურველს შეუძლია ტესტის ჩატარება.  დღეს კვლევის პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი დაესწრო და თავადაც ჩაერთო სკრინინგის პროგრამაში. გაიზარდა სამედიცინო ცენტრების რიცხვი, სადაც  სკრინინგი  მიმდინარეობს, ანალიზის გაკეთება სოფლის ამბულატორებშიც არის შესაძლებელი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების განცხადებით, მოლოდინის პერიოდი შემცირდა და დადებითი პასუხის შემთხვევაში ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვა პაციენტს დაახლოებით ერთი კვირის ვადაში შეუძლია. მედიკამენტოზური მკურნალობა სრულად უფასოა. ლაბორატორიული კვლევების  ეტაპს კი 60% სახელწიფო პროგრამა, 30 პროცენტით კი აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აფინანსებს. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, 2015 წლიდან დღემდე 4 ათასზე მეტი ბენეფიციალი ჩაერთო, 3 ათასზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა, 454 კი აგრძელებს მკურნალობას.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში