ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები ტურიზმის სექტორში დასაქმებულებისთვის

15 ნოემბერი 2018, 00:00 1328 ნახვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მთიან აჭარაში ინგლისური ენის ტრენინგ-კურსის მეორე ეტაპი დაიწყო. ტრენინგები სოფელ სახალვაშოსა და კურორტ გოდერძის საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებს უტარდებათ.

მონაწილეები საბაზისო, საკომუნიკაციო ინგლისურს შეისწავლიან, რომელსაც ტურისტებისთვის სერვისების შეთავაზების, გაყიდვისა და მომსახურებისას გამოიყენებენ. პროექტი ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში ხორციელდება. 

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე  ტრენინგები რეგიონში 2500-ზე მეტ ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირს ჩაუტარდა.

ამავე კატეგორიაში