44 წლის კაცის მკვლელობის ადგილზე 4 ვაზნა ამოიღეს

28 ნოემბერი 2018, 00:00 10812 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში 44 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ სანადირო თოფით მოკლეს. მამია ცეცხლაძე პოლიციელებმა მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მოკლულის ძმის ინფორმაციით, ის დილით საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად იყო, შემდეგ კი ჩაქვში ერთ-ერთ კაფეში იმყოფებოდა. ჯუმბერ ცეცხლაძე აჭარის მაუწყებელთან ამბობს, რომ მის ძმას თავს სახლში დაბრუნების დროს დაესხნენ და რამდენიმე ტყვია ესროლეს. 

პოლიციამ ადგილზე 4 ვაზნა ამოიღო, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ეტაპზე სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. 

როგორც მაუწყებლისთვის გახდა ცნობილი, ადგილზე მისულ სასწრაფო ბრიგადის ექიმებს მამია ცეცხლაძე გარდაცვლილი დახვდათ. 

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში