მოქალაქეებმა, რომლებიც ამბობენ, რომ თაღლითობის მსხვერპლი არიან, დახმარებისთვის აჭარის პროკურატურას მიმართეს

10 დეკემბერი 2018, 00:00 1766 ნახვა

მოქალაქეებმა, რომლებიც ამბობენ, რომ თაღლითობის მსხვერპლი არიან, დახმარებისთვის აჭარის პროკურატურას მიმართეს. განმარტავენ, რომ საგამოძიებო უწყებამ მათ დაზარალებულების სტატუსი არ მიანიჭა. მათი თქმით, კერძო იპოთეკარმა ოჯახებისგან თანხა აიღო და უკან აღარ აბრუნებს, ახლა კი მათ პროკურატურით ემუქრება.

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე მოუწოდებს აჭარის პროკურატურას დაინტერესდეს ამ შემთხვევით და დაიცვას მოქალაქეების უფლებები. ჩვენ დავუკავშირდით კერძო იპოთეკარს, ნონა აბულაძეს, რომელმაც ბრალდებები უარყო.  პროკურატურაში კი კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ამავე კატეგორიაში