აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადება და პოლიტიკური შეფასებები

10 დეკემბერი 2018, 00:00 1930 ნახვა

რეგიონის პირველი პირის განცხადება და შეფასებები, რაც მის კომენტარს მოჰყვა - იყო დღის მთავარი თემა. თორნიკე რიჟვაძის განცხადება სახალხო დამცველმა, მესამე სექტორის და  პოლიტიკოსების ნაწილმა გააკრიტიკა. კრიტიკის ობიექტია თავად ჯელალ ქიქავაც, რომლის განცხადებას  რეგიონის მმართველის რეზონანსული შეფასება მოჰყვა.  

„გაერთიანებული ოპოზიციის“  წევრმა, ჯელალ ქიქავამ ერთერთი ტელეკომპანიის ეთერში აჭარაში, ხალხის რევოლუციურ განწყობაზე ისაუბრა, რაც შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა რეგიონის პირველი პირისთვის.

თორნიკე რიჟვაძემ საპასუხოდ განაცხადა, რომ „პირადად იძიებს შურს ყველა ადამიანზე, რომელიც გაბედავს აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას“. პოლიტიკურ წრეებში ამ განცხადებას სხვადასხვაგვარად აფასებენ.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში