საფრანგეთში 2 ქართველი ე.წ ''კანონიერი ქურდი'' დააკავეს

11 დეკემბერი 2018, 00:00 2757 ნახვა

საფრანგეთის ქალაქ ლიონში  მასშტაბური სპეც.ოპერაცია ჩატარდა.  დაკავებულია საფრანგეთსა და ბელგიაში მოქმედი ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 22 წევრი. მათგან საქართველოს 10 მოქალაქეა, რომელთა შორისაა  2 - „კანონიერი ქურდი“.  

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები გასაქურდად ბინებს წინასწარ არჩევდნენ, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს აღნიშნული ბინების შესახებ, შემდეგ კი ქურდავდნენ.

ასევე, იპარავდნენ ავტომობილებს, ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს და უკანონოდ ასაღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს.  დაკავებულთა საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთები. მათ, შორის, ძვირფასეულობა, ცეცხლსასროლი იარაღი, ძვირადღირებული ავტომობილები, დიდი ოდენობით ფული, ყალბი დოკუმენტების დასამზადებელი ტექნიკა, სხვადასხვა ტიპის საკეტის გასაღები მოწყობილობები.

ამავე კატეგორიაში