აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა

12 დეკემბერი 2018, 00:00 1744 ნახვა

2019 წელს დაგეგმილი  პროგრამები გააცნო  აჭარის სოფლის მეურნეობის  მინისტრმა  მრჩეველთა საბჭოს წევრებს.  ტიტე აროშიძემ ისაუბრა  უწყების მომავალი წლის  ბიუჯეტის პროექტსა და 2019-22 წლების სამოქმედო გეგმაზე.

მომავალი წლის სამინისტროს ბიუჯეტი 14 მილიონ 205 ათას ლარზე მეტია, რომლიდანაც 9 მილიონ 603 ათას 465  ლარი  სოფლის მეურნეობის მიმართულებას მოხმარდება,  დანარჩენი კი გარემოს  დაცვისა და სატყეო-სამეურნეო კუთხით  დაიხარჯება.  

სულ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2019 წელს  13 პროგრამას და 21 ქვეპროგრამას განახორციელებს.  მრჩეველთა საბჭო, მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. მასში როგორც  დარგის სპეციალისტები ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლები არიან გაწევრიანებული

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში