ზაზა ოქუაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი აღარ არის

24 იანვარი 2019, 00:00 1767 ნახვა

ზაზა ოქუაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი აღარ არის. საკითხზე დღეს საკანონმდებლო ორგანოში იმსჯელეს და 10 ხმით  ''პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელს დეპუტატის მანდატი შეუჩერეს. 

ოქუაშვილმა დავით გაბაიძეს განცხადებით, 20 დეკემბერს მიმართა. ის, მეოთხე მოწვევის უმაღლეს საბჭოში მესამე დეპუტატია, რომელმაც უფლებამოსილების შეჩერება ითხოვა. 

ოქუაშვილამდე იყო ლევან ვარშალომიძე და დავით თარხან მოურავი. სწორედ ამ უკანასკნელის მიერ სადეპუტატო მანდატზე უარის თქმის შემდეგ, რიგითობის პრინციპით გახდა ზაზა ოქუაშვილი უმაღლესი საბჭოს წევრი. წევრობის შეწყვეტას კი, აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი და ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია არეგულირებს.

უმაღლესი საბჭო შემდგომი პროცედურებისთის უკვე უმაღლეს საარჩევნო კომისიას მიმართავს და 15 დღის განმავლობაში  ადგილმონაცვლის თანხმობას დაელოდება.

ოქუაშვილს  ''პატრიოტთა ალიანსიდან'' სიის მომდევნო წევრი მერაბ ბლადაძე ჩაანაცვლებს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში