ეპილეფსიით დაავადებულთა უფასო დიაგნოსტირება ბათუმში

18 მარტი 2019, 00:00 3705 ნახვა

ხვალიდან ბათუმში ეპილეფსიის დიაგნოსტირება უფასოდ იქნება შესაძლებელი. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გამოკვლევების ჩატარება ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში იქნება შესაძლებელი. მომსახურებით სარგებლობა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

 საჭიროება სახეზეა, ქვეყანაში ყოველწლიურად 1200 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ამასთან, ნევროლოგები ამბობენ, რომ აქამდე აჭარაში ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა არასათანადოდ მიმდინარეობდა და ხშირი იყო უზუსტობა. ახალი მოდელი კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე დაყრდნობითაა შემუშავებული.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში