ბიზნესმენის ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს

06 აპრილი 2019, 00:00 1367 ნახვა

სამშენებლო კომპანია „დექსთერ დეველოპმენტის“ დამფუძნებელი- „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და პარტიის პოლიტიკურ მდივან ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავს. ლევან კანთელაძე 2016 წელს მიღებული მშენებლობის ნებართვის აღსრულებაში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ხელოვნურ ხელშეშლაზე საუბრობს.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ კომპანიას ყველა საჭირო დოკუმენტაცია მიღებული აქვს, რაც მშენებლობის დასაწყებად ჭირდებოდა, გარდა ობიექტზე ბარაკების ნგრევის ნებართვისა. ლევან კანთელაძე ღია წერილში ბიზნესის ხელშეშლაზე საუბრობს, რაშიც ბათუმის მერს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ადანაშაულებს. ღია წერილით ლევან კანთელაძემ 1 კვირის წინ პრემიერ-მინისტრსაც მიმართა.

ამავე კატეგორიაში