მოსწავლე მოკრივეთა შორის ევროპის 2019 წლის ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს

08 აპრილი 2019, 00:00 897 ნახვა

დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მოკრივეთა 22 წლამდე ნაკრების წევრებს  უმასპინძლეს. შეხვედრაზე ქართული კრივის ბოლოდროინდელი მიღწევები და სამომავლო გეგმები განიხილეს. გეტყვით, რომ მიმდინარე წლის 10-17 მარტს, ვლადიკავკაზში გამართულ ევროპირველობაზე, 22 წლამდე ნაკრებმა 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ანა ხუნჯუა გახდა პირველი ქართველი მოკრივე გოგონა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის მედალს დაეუფლა .ხუნჯუამ 54 კგ ბრინჯაო მოიგო. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ვაჟთა შორის  ნოდარ დარბაიძემარტიუშ გომციანმა და ნიკოლოზ ბეგაძემ. ჩემპიონატის პარალელურად  ევროპის კრივის ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა. სხდომაზე გადაწყდა, რომ მოსწავლე მოკრივეთა შორის ევროპის 2019 წლის ჩემპიონატს აგვისტოში თბილისი უმასპინძლებს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში