ძველ ბათუმში სახლის ნაწილი დაიწვა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა /video/

20 აპრილი 2019, 00:00 8525 ნახვა

ბათუმში, ქალაქის ისტორიულ ნაწილში, კომახიძის 1 ნომერში, საცხოვრებელ ორსართულიან სახლში ხანძარი იყო. ძლიერი ცეცხლი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე გაჩნდა.

სახანძრო სამაშველო ბრიგადები დილის 8 საათზე ადგილზე იმყოფებოდნენ. ერთ საათში მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა მოახერხეს. დამწვარია ორსართულიანი ბარაკის ტიპის სახლი სახურავი, 400 კვადრატული მეტრი ფართი. დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნივთები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშვებულა. 

 

 

ფოტო: გიგა გელხვიიძე

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში