ქობულეთში ხანძრით შედეგად კაცი დაიღუპა

28 მაისი 2019, 18:35 3695 ნახვა

ქობულეთში, თამარ მეფის გამზირზე გაჩენილ ხანძარს 60 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.  ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გვიან ღამით გაჩნდა. ცეცხლმა საყოფაცხოვრებო ნივთები და სახლის გარე ფასადი გაანადგურა.

გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, რომ მამაკაცი სახლში მარტო ცხოვრობდა. ის სოციალურად დაუცველი იყო. მათი თქმით, ხანძრის გამომწვევი, სავარაუდო მიზეზი სიგარეტის ნამწვავია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში