ადვოკატები მოსამართლე ლევან გელოვანის გადაწყვეტილების წინააღმდეგ

02 ივნისი 2019, 21:22 1328 ნახვა

7 მაღალჩინოსნის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გუშინდელი ხმაურიანი  გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს შვიდივე ბრალდებულის  ადვოკატი. უფლებადამცველები სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის  კოლეგიაში შესატან სარჩელს  ამზადებენ. მათ დასაშვებობაზე სასამართლომ  სამი დღის ვადაში უნდა იმსჯელოს.

ადვოკატი რამინ პაპიძე არ გამორიცხავს, რომ   სააპელაციო სასამართლომ პატიმრობა გირაოთი შეცვალოს, თუმცა საქმის  პოლიტიკური  კონტექსტიდან გამომდინარე  ფიქრობს, რომ ამის  ნაკლები შანსია. შეგახსენებთ,  გუშინ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან გელოვანმა,  კორუფციულ  დანაშაულში მხილებულ პირებს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა  25 ივლისსაა ჩანიშნული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში