დუმას დეპუტატების ყოფნას პარლამენტში ბათუმშიც გააპროტესტებენ - მოქალაქეები 15:00 იკრიბებიან

20 ივნისი 2019, 13:25 3163 ნახვა

საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, მისვლას ბათუმში აქციით გააპროტესტებენ.  დღეს, 20 ივნისს, რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა

"მეგობრებო, ქვეყანაში იმყოფებიან რუსი დეპუტატი გავრილოვი და კიდევ რამოდენიმე ფიგურა რუსული პოლიტიკიდან, როგორც ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები, ისინი არ უნდა იმყოფებოდნენ არათუ პარლამენტში, არამედ ქვეყნის ტერიტორიაზეც კი.

ნებისმიერი პატრიოტი მოქალაქის ვალია, დღეს ევროპის (ერას) მოედანზე შემოუერთდეს მშვიდობიან აქციას რუსული ღია თუ ფარული ოკუპაციის წინააღმდეგ. გელით დღის 3 საათზე ვისაც დრო აქვს და ასევე საღამოს 7 საათზე. დავდგეთ ერთად,ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი!" - ამ განცხადებით იწვევენ მოქალაქეებს აქციაზე სოციალურ ქსელში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში