ადამიანებზე ნადირობენ პირდაპირი გაგებით - ნაციონალური მოძრაობა

21 ივნისი 2019, 02:38 1437 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა, რამდენიმე წუთის წინ, განცხადება გააკეთეს და თქვეს, რომ ''ქართული ოცნების'' ხელისუფლებას არ აქვს მორალური უფლება ქვეყანა მართოს. 

რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან კონსულტაციებს გაივლიან და სამოქმედო გეგმაზე ჩამოყალიბდებიან. 

ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ადამიანებზე ნადირობა მიდის.

''ჩვენ გვქონდა იმედი, რომ ამ კრიზის განმუხტვა ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო. დეპუტაციამ მოვითხოვეთ უნდა გადამდგარიყო პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძის გადაყენებაც კი არ მოინდომა ხელისუფლებამ. არნახული დანაშაული ჩაიდინა. არც პარლამენტის თავმჯდომარის და არც შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა არ ისურვა. გიორგი გახარია პირდაპირი დამნაშავეა რუსი დეპუტატის საქართველოში შემოშვებაში. ​დღეს ამ ბარბაროსობის შემდეგ დღის წესრიგში სხვა ამოცანები დგას. ​ხელისუფლებამ ძალადობრივი სახე გამოავლინა და ამ ხელისუფლებას არ აქვს უფლება ქვეყანა მართოს'' - თქვა რომან გოცირიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში