პარლამენტთან დაშავებულ ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა - ექიმი

21 ივნისი 2019, 10:18 2223 ნახვა

რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე აქციაზე დაშავებულ ორ მოქალაქეს თვალის ამოღება დასჭირდა, – ამის შესახებ ნიუ ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა განაცხადა.

გიორგი კორძახის ინფორმაციით, კლინიკაში შესული 24 პაციენტიდან 4 ოპერაცია ჩაუტარდა.

„ამ ეტაპისთვის ახლა შემოსულია 24 პაციენტი ღამის საათებში. აქედან უკვე ოთხს ჩაუტარდა ოპერაცია, ორს აღენიშნება თვალის მძიმე დაზიანება, რომელიც დამთავრდა მისი ენუკლიაციით.

დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური და მიმდინარეობს კვლევები”, – განაცხადა გიორგი კორძახიამ.

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში