რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენები დროებით აეკრძალათ

22 ივნისი 2019, 12:12 1859 ნახვა

8 ივლისიდან რუსული ავიაკომპანიები საქართველოში აღარ იფრენენ. მათ ბილეთების გაყიდვა უკვე შეაჩერეს. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მთავრობას დაავალა, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დააბრუნონ.

ვლადიმერ პუტინმა ასევე დაავალა ტუროპერატორებს, აკრძალვის პერიოდში არ გასცენ საგზურები რუსეთიდან საქართველოში. პუტინი ასევე ავალებს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინირებული ქმედებები უზრუნველყოს.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში