''ქართული ოცნების'' ოფისთან აქცია დასრულდა - ადგილზე მხოლოდ მედია და პოლიცია რჩება 

23 ივნისი 2019, 01:36 1945 ნახვა

''ქართული ოცნების'' ოფისთან აქცია დასრულდა. მოქალაქეებმა მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვეს. ადგილზე მხოლოდ მედია და პოლიცია რჩება. 

''ჰიმნი ვიმღეროთ, რომელიც ალბათ დიდი ხანია არ მოუსმენიათ, შესაძლოა დაავიწყდათ რომელი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან  და მერე მშვიდობიანად დავიშალოთ ხვალ 7 საათამდე'' - ასე მიმართა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თანამოაზრეებს.

მართველი გუნდის ოფისთან აქციის მონაწილეებმა მოთხოვნები კიდევ ერთხელ გაიმეორეს.

''2020 წელს არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით, დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს საქართველოს შინაგან საქმეტა მინისტრი, გიორგი გახარია, მესამე- სასწრაფოდ გათავისუფლდნენ უკანონოდ დაჭერილი ჩვენი დები და ძმები. მეოთხე, ადეკვატურად უნდა დაისაჯონ ის სამართალდამცველები, რომლებმაც გადაამეტეს უფლებამოსილებას,“ - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

დემონსტრანტებმა ხელისუფლებას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ვადა, ხვალ 14.00 საათამდე მისცეს.

'''ქართული ოცნების'' ოფისიდან აქციის მონაწილეებთან არავინ გამოსულა. 

 

 

ფოტო: ინტერპრესნიუსი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში